Sunday, April 17, 2011

პლასტელინი



შენ რომ ფერადი პლასტელინი მაჩუქე, ფერადი ჯარისკაცები გამოვძრწე, ნაძერწ ველზე გამოვუშვი საომრად და დამარცხდნენ.

ხისფეხებიან სახლში რომ ყვითელთმიანი უშნო გოგოა, ის მეპრანჭება. ვერაფრით ვეტყვი რომ მის ეზოს შავი ალუბლის კუნწულებისთვის ვსტუმრობ, შენ რომ ყურებზე დაგკიდო.

ნაძერწ ჯარისკაცებს ტანი და კიდურები აქვთ დაჭყლეტილი. სისხლს კი უცნაურად რუხი ფერი აქვს.

პლასტელინის ღობეზე ჩემი ყვავილებიანი პერანგი დავტოვე, ზემოდან მეორე ღილი მოსძვრა და...

იცოდი, რომ მზეზე ნაძერწი ჯარისკაცები დნებიან?!
მეც! და მაინც ვიჩუქე ფერადი პლასტელინი.


ხისფეხებიან სახლში რომ ყვითელთმიანი უშნო გოგოა, ის მეპრანჭება. მე კი გულისყურით ვეძებ ყვავილებიანი პერანგის სადაფის ღილს.


Nana Caymmi - Nao Se Esqueca De Mim | Upload Music

2 comments:

Betty said...

იპოვი ალბათ..ოღონდ გაითვალისწინე-კარგი ქალი სადაფივით უნდა იყოს: მთვარეზე ბზინავდეს, მზეზე - ბრწყინავდეს.

ბუშკა said...

ესეც <3