Tuesday, April 26, 2011

I Heart Tbilisi

თბილისში რომ კომფორტული, მითუმეტეს სასიამოვნო და კრეატიული ადგილი არ არსებობს მოქალაქეებისთვის, ისეთივე ძველი ამბავია, როგორც ერთი, ყველასთვის ნაცნობი პროფესია.
ბაღების, ქუჩებისა თუ პარკების უმეტესობა ვერ ქმნის აუცილებელ იდილიას, რომელიც სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვისაა საჭირო.


Play Me, I'm Yours



ქუჩის ფორტეპიანო - საკვირველია და, ქუჩაში დგას. ნებისმიერ გამვლელს შეუძლია დაკვრა.
ყველაზე ცნობილი პროექტია ”დამიკარი, მე შენი ვარ” (Play Me, I'm Yours), რომლის იდეაც ბრიტანელ ლუკ ჯერამს ეკუთვნის. ოთხასამდე ფორტეპიანო ნიუ იორკიდან-სიდნეიმდე, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში დგას და გამვლელებს იხმობს.



2011 წლის ბოლმდე ”დამიკარი, მე შენი ვარ” ოსტინში, ადელაიდაში, ჟენევაში, ლონდონსა და სან ხუანში იქნება. მომავალ წელს კი ქუჩის ფორტეპიანოს რიგში სოლთ ლეიქ სითია.
ადამიანები ფიქრობენ კრეატიულად და ადამიანები ფიქრობენ ერთმანეთზე. ფორტეპიანოზე დაკვრა და საყვარელი მუსიკალური თემის სხვებისთვის გაზიარება ურთიერთობის მშვენიერი ფორმაა.


ავტომობილები ადამიანების წინააღმდეგ

ზოგიერთ ადამიანს იმდენად უყვარს საკუთარი ავტომობილი, არავის და არაფერს დაუთმობს გზას მგზავრობისას.

პარიზში, რესპუბლიკის მოედნის ხელახალი განვითარების პროექტი (Place de la République) ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის მეტი ადგილის გამოთავისუფლებას მოიცავს, თუმცა ავტომოყვარულები ეწინააღმდეგებიან კანონს, რომლის მიზანიც მანქანების მოძრაობის 15%-ით შემცირებაა.



ქალქის მთავარი ქუჩის ხელახალი განვითარების პროექტს აკრიტიკებენ ბარსელონაშიც. ადგილობრივი ხელისუფლება ტრამვაის ხაზების გაგრძელებითა და საფეხმავლო ბილიკების გაფართოვებით სამანქანო მოძრაობის 80%-ით შემცირებას გეგმავს. უცნაურია და გამოკითხული მოქალაქეების 79% ამ პროექტის წინააღმდეგია.

ლოს ანჯელესის ხელისუფლება ავტომობილის ერთობლივი მოხმარების ე.წ. ქარფულინგის (carpooling) წესს უწევს პოპულარიზებას. ამ მიზნით ქალაქში სპეციალური, ჩქაროსნული ტრასებიც არსებობს.



კოლუმბიის დედაქალაქში კი ყოველ კვირას, საღამოს 7-დან ღამის 2 საათამდე ცენტრალური ქუჩების მთელი 120 კილომეტრი მოქალაქეებს ეთმობათ საჯარო ღონისძიებებისთვის, ველოსიპედით თუ ფეხით სეირნობისთვის. ეს ტრადიცია 1976 წლიდან არსებობს.

იდეის გაზიარებას უახლოეს მომავალში სან-ფრანცისკოს, კიტოს, ელ პასოს, ჩიკაგოს, ნიუ იორკისა და მელბურნის მთავრობებიც აპირებენ.


ქალაქი ბედნიერებისთვის


სიამოვნებით წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას, რომელიც კარგა ხანია მაქვს და ახლაღა მოვიცალე გასაკეთებლად.


Corner Garden - Forbidden Fruit

ქუჩის კუთხეში განთავსებული მცირე ზომის დასასვენებელი ადგილი. ლანჩისთვის, მეგობრებთან შესახვედრად ან მოსაცდელად, ავტობუსის მოსვლამდე.
ვაშლის ფორმის სანათებით, კომფორტული სკამებით, სპეციალური შუქნიშნით და გადასასვლელებზე წითელი ქოლგებით. ამინდი ცვალებადია, ან წვიმს, ან მზე აცხუნებს.










I Heart Tbilisi

ინსპირაცია National Geographic-ის I Heart My City და ამსტერდამის ცნობილი I Amsterdam
რელიეფური წარწერა ჩამოსაჯდომის ფუნქციას ასრულებს. წარწერის წინ მდებარე საფეხურებიდან კი ფოტოების გადასაღებად საუკეთესო ხედია.




Artificial Trees

ბრუტალურად დამუშავებული ბუნებრივი ქვა და ლითონის შეღებილი ხეები. მგონია, ყველაზე უსახურ ადგილსაც კი, სულ ცოტათი მაინც გამოაცოცხლებს.





რთულია იმ ქალაქში ცხოვრება, რომელსაც ავტომობილები მართავენ.

4 comments:

ჩორვენი¹³ said...

sakaifoa ideebic da ukve arsebuli msoflio mignebebic :D

matilda said...

ისეთი კარგი ადგილია, ავტობუსის დაგვიანება რომ გიხარია. ზიხარ და ზიხარ, ფიქრობ და ფიქრობ. ორიგინალური საფერფლეც გვინდა,მწეველებისთვის.

Rode said...

რა კარგი იდეაა :)
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ ქლაქში...
ქოლგები ძალიან მომეწონა და ვაშლებიც.

bookworm said...

სიამოვნებით დავუკრავდი :)
თბილისელები რომ შავ/ლურჯ მანქანებს გადაეჩვეოდნენ, დასაწყისითვის ესეც კარგი იქნებოდა. ფერადი გაჩერებები, ჭრელი ავტობუსები, ქუჩის ცოცხალი ქანდაკებები და მუსიკოსები... მშვენიერია