Monday, June 16, 2014

კუნძული

უზარმაზარ ჩემოდანზე თითებს ათამაშებს, მგონია, რომ გუნებაში რაღაც მუსიკალური ფრაზა უტრიალებს და იმიტომ

ხანდახან ჩვენი თვალები ხვდებიან და მიღიმის
ჩუმად ამთქნარებს, აი, პირს რომ არ აღებენ და სახე რაღაცნაირად გრძელდება, თვალები იწკურება.



გვერდით გამხდარი მამაკაცი ლანჩბოქსიდან რაღაცას ჭამს და ნარჩენებს ჩანთაში ალაგებს, აკურატულად. თან აქეთ-იქით იხედება, ვინმემ ხომ არ შენიშნა. მუქი სათვალით ვზივარ და თამამად ვუყურებ. ხანდახან თვითონაც მიყურებს. შეიძლება ხვდება, რომ ვაკვირდები.


ეს მიუნხენი იყო.
მერე პრაღა.
ახლა სტამბოლი. 


***



მწეველთა აივანთან ახლოს მდებარე კაფე შევარჩიე, ბევრი რომ არ ვირბინო. ამ ლითონის გალიაში, ვოლიერში გამომწყვდეული ცხოველი მგონია თავი, თან არ მესმის ცხოველებს რას ვერჩი, ადამიანებს რომ ვადარებ
ყველა სხვადასხვა ენაზე ყაყანებს და ღერს ღერზე ეწევა. მე ჩუმად ვარ, არავინ მყავს ხმის გამცემი. სიმართლე ვთქვა, არც ლაპარაკი მინდა. 2-3 ღერს ვეწევი და მერე ისევ კაფეში ვჯდები. უცნობი ქალი ჩემოდნით წამოედო ჩემ სკამს და კარგა შორს გამაჩოჩა. გაოგნებულმა შევხედე, აშკარად მიხვდა, რომ მისი ძალების შემშურდა და უცნაურად გამიღიმა, მხოლოდ "" რომ ისმის. ვერც დავიჩემებ ეს სიცილი იყო თუ ჩემი წონით შეშფოთება



***



303- გასასვლელი. თბილისისკენ წამოსვლა არ მიყვარს, ვერ ვიტან დაბრუნებას - იგივე ხალხი, პრობლემები, რუტინა, იგივე ქვეყანა და ქალაქი, არაფერი რომ არ იცვლება. თან თბილისის გეითთან ყოველთვის დიდი გაწევ-გამოწევა და ჭორაობაა. ერთმანე ეცნობიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ, გს არასდროს იცავენ.

ჩანთაშ პატარა სასმელები მაქვს, აფრენამდე ვსვამ ხოლმე. ფობია არასდროს მქონია აქამდე, ახლა დამჩემ. ტურბულენტობისას, როცა ძლიერი რყევებია, ბორტგამცილებელს ვეძებ თვალებით, თუ მშვიდი სახე აქვს, მეც ვმშვიდდები


***



სასტუმრო 12-ზე დავტოვე. ფრენა მომდევნო 12 საათშია. დროის მოსაკლავად სტამბოლის აეროპორტთან ახლოს, ბაკირკოის პლაჟზე წავედი ბარგით. მანამდე ჩემ მეგობართა ერთად ვისადილე და თურქეთის პოლიტიკა განვიხილეთ. ამბობს, რომ ბოლო წლების სახელმწიფო პოლიტიკით საზოგადოება ზედმეტად რელიგიური გახდა. თუ ადრე თავსაბურავიან გოგონებს სკოლაში არ უშვებდნენ, ახლა ეს წესი შეიცვალა, პრემიერ-მინისტრი კი მარტივად მართავს ერთი რელიგიით გაერთიანებულ ადამიანებს ღმერთის სახელითგეზი პარკის პროტესტისას რამდენიმე ბავშვი დაიღუპა, რომლებიც თურქეთის პრემიერმა ტერორისტებად შერაცხა. ძალიან ცნობილი ადამიანები კი რამადანის სადილზე თავისთან დაპატიჟა, მანამდე დაემუქრა, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერენ, ყველაფერს დაკარგავენ. ის შეშფოთებულია, რომ ელიფ შაფაკმა და ორჰან ფამუკმა არაფერი თქვეს პროტესტისას. ფამუკის ცნობილი წერილი გეზი პარკზე კი ზედმეტად დაგვიანებულია
ვთანხმდებით, რომ ხშირ შემთხვევაში სიჩუმე დანაშაულია



ის თხრობას განაგრძობს, რომ ვიდრე მსოფლიოს გავლნიანი გამოცემები გეზი პარკის სისხლიან პროტესტს აშუქებდნენ, ადგილობრივი ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებებში, მხოლოდ 2-3 წუთით და მსუბუქად აშუქებდნენ მოვლენებს. პროტესტის მონაწილეების შეკრება კი ტვიტერით და ფეისბუქით მოხდა, თუმცა ერდოღანის მთავრობამ სოციალური ქსელები დაბლოკა, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს ცოტა ინფორმაცია ჰქონოდათ
ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ერდოღანი ახლა პრეზიდენტობისთვის ემზადება და ქვეყნის წყობასაც თავისებურად შეცვლის, მმართველობა საპრეზიდენტო გახდება. ამომრჩეველს კი მის გარდა სხვა ალტერნატივა არ ჰყავს, სხვა ანდიდატები ზედმეტად უსახურები არიან, პოლიტიკური წარსულისა და გამოცდილების გარეშე



საქართველოს ამბებსაც ვუზიარებ. ვეუბნები, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. როგორც ჩანს არც ისე დამაჯერებლად ვუთხარი ეს. ამბობს, რომ იყო უცხოელი პრივილეგიაა, რადგან უცხოელებს არ აქვთ ვალდებულება ქვეყნის ხელისუფლება აირჩიონ, საკუთარი წვლილი შეიტანონ პოლიტიკურ მომავალში და ყოველთვის აქვთ სამშობლო, სადაც ნებისმიერ დროს დაბრუნდებიან



***



სტამბოლი დაღმართების და შესაბამისად აღმართების ქალაქია. გააჩნია საიდან იწყებ მოძრაობას




ჯიჰანგირი სპეციალურად შევარჩიე, ყველაფერთან ახლოსაა. თან ქალაქის კულტურული ცენტრია. აქ არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გალერეა "მიქსერი" საინტერესო ექსპოზიციებით, საუცხოო ღია კაფეები, აქ ცხოვრობენ რაფინირებული სტამბოლელები, მხატვრები, მუსიკოსები, რეჟისორები, მწერლები, არქიტექტორები, დიზაინერები და კატები. ჰანგირის კატებზე ყველამ იცის, ერთხელ ვინც ყოფილა აქ. ყველა სახლთან ორი ჯამი დგას - წყლით და საჭმლით და ქუჩის კატებიც კარგად გრძნობენ თავს





28 გრადუსი ასეთ დაქანებულ გზებზე ძალიან ბევრიავგრძნობ ოფლის წვეების მოძრაობას ზურგზედროდადრო რომელიმე კაფეში ვჩერდებიყავას ვსვამ, თან სვენებასე თუ გავაგრძელებ დღის ბოლოს გულის შეტევა მექნებათუმცა "ოტო" აღმოვაჩინემწვანე ეზოს ფერადი კაფესაუცხოო ლიმონათი აქვთყველი ალუბლის მურაბით და ბოსტნეულის ბლინები




თანამედროვე ხელოვნების მუზეუმამდეც მივაღწიე როგორც იქნა. ყველა ქალაქში ვეძებ. საინტერესოა, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით იქმნება, ჩემ თანადროულად. სანამ მე გადაცემისთვის ვემზადები ან გვიანამდე მძინავს, ვიღაცა წიგნებისგან ინსტალაციას ქმნის. ინსპირაცია შეიძლება შხაპი, წვიმა, ყოველდღიური მრავალფეროვნება, წიგნში ამოკითხული ერთი ფრაზა ან კარგი სექსი გახდა. მერე რიჩარდ ვენტვორტი ადგა, ძველი, წაკითხული და ყდაგადაქექილი წიგნები დახვრიტა, ჭერზე ჩამოკიდა და მთელი სამყარო შექმნა. მე ამ დროს ვზივარ, ველოდები თავდაცვის მინისტრი ევროპაში ვიზიტის ამბებით ჩამერთვება თუ არა გადაცემაში ან მძინავს, მაღვიძარის ზარამდე ორიოდე წუთია დარჩენილი



***


აზიურ სტამბოლში გადასვლისას რამდენიმე სურვილი ჩავიფიქრეცრურწმენაამაგრამ მომწონსის რაც პირველად ხდებაშეიძლება სამომავლო ცხოვრებისთვის კარგი აფირმაცია გახდესკუზგუნჯუკში ფეტი ფაშას ტყეს სეირნობით გავდივართ და ბორცვის თავზე კაფეში ვსხდებითვუყურებ ბოსფორის ხიდის მისალოც ბარათსასეთი ხედების უკანპატარა მინაწერს აკეთებენ ხოლმე და გზავნიან


"ირენ

დავრწმუნდირომ სტამბოლს მოვნატრებივარისტიკლალზე შავი ძაღლი დამხვდაჩვენ რომ სიმსუქნის გამო მასხრად ავიგდეთ წლების წინათ. "ადა" დაუკეტავთ, დიდხანს ვიდექი მიყრუებული კარის წინ ჩუმადიმდენი რამე გამახსენდა

ჩემი ნომრიდან ზუსტად ის ხედი ჩანსრომელიც ჩვენი ოთახიდან ანდა ერთ დროსაივანზე გავდივარ და მუეძინის ლოცვას ვუსმენ - მიყვარს სტამბოლის მოსმენა

მინდა, აქ იყო ახლა. " 





აი, ასე. 3-4 ხაზზე ეს წერია, მეორე მხარეს ბოსფორის ხიდია


***

მამას ოპერაციამ საბოლოოდ გამანადგურა. სამი თვის წინანდელი ინსულტის გამო ვერც დამოუკიდებლად გადაადგილდება და ვერც მეტყველებს. ხოდა, ჩვენც ვერაფით გაგვაგებინა რა აწუხებდა, ვიდრე ტკივილებისგან სპაზმი არ დაეწყო. ყველაზე საშინელი განცდაა, როცა სახლში ვჭირდები და მე ათი ათასი კილომეტრის იქით ვარ.
***
მინდა, რომ ყველაფერი იყოს კარგად.

ჩემი ახლანდელი აფირმაციაა.  

4 comments:

Anonymous said...

ძალიან საყვარელი, თბილი და საინტერესო ხარ :)) ნუ,ასეთი ჩანხარ ყოველ შემთხვევაში :))
მინდა უკეთ გიცნობდე <3

Joseph Katsitadze said...

ძალიან დიდი მადლობა. ელექტრონული ფოსტით აღარ მომდის შეტყობინებები, ამიტომ ასე შემთხვევით თუ გადავაწყდები.

ბოდიში, დაგვიანებული პასუხისთვის.

myredutopia said...

სტამბულს შემოვყევი <3
არც მინანია.

Joseph Katsitadze said...

დიდი მადლობა.