
რამდენადაც არ ვარ კინომცოდნე, ჩემი შეფასებები სუბიექტურია და ლოგიკაზე მეტად ემოციებს ეყრდნობა.
არის შემთხვევა, როცა სურათში არის სიუჟეტი, მსახიობთა კარგი პერფორმანსი, საუკეთესო მუსიკალური თემა, მოქმედების დინამიურობა, საინტერესო დიალოგები და მაინც არ არის მთლიანობის განცდა. დამოუკიდებლად ყველა კომპონენტი კარგია, ყველაფერი ერთად კი აბსოლუტური ვაქჰანალია.
ასეთ შემთხვევაში ხდება მხატვრული ჩანაფიქრის კრახი. შევთანხმდეთ, რომ ღირებულ ნაწარმოებში მნიშვნელოვანი სამყაროს შექმნაა, სადაც ყველა ფრაგმენტი თავის ადგილზეა, ერთად კი ერთი მთლიანობა. თუ იგრძნობა ჩავარდნა, შექმნილი სამყარო კარგავს ჰარმონიულობას.
ვფიქრობ არ აქვს მნიშვნელობა ვინ, სად, რა, რაზე ან ვისთან. მნიშვნელოვანია როგორ!
ფილმის შეფასებისას გრძნობა და შეგრძნება ხშირ შემთხვევაში მატყუარაა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ჩემი შეფასებები ჩვეულებრივ ემოციებს ეყრდნობა. მქონია შემთხვევა, როცა უკვე ნანახი ფილმის ხელმეორედ ყურებისას, საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას - რატომ მომეწონა ეს ფილმი თავის დროზე და პასუხი არ მაქვს.
მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა გამართული იყოს ფილმი, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ის არ მოეწონებათ.
მათ დასარწმუნებლად შეიძლება საუბარი, რომ ფილმში გენიალურად თამაშობენ მსახიობები, რეჟისორი გამოცდილი და ასევე გენიალურია, თავად ფილმმა კი უამრავი ჯილდო აიღო მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე.
ისინი არასდროს დაგეთანხმებიან, რადგან შეფასება ნებისმიერ შემთხვევაში არის სუბიექტური.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკმაო ხანს მომიწია სახლში ყოფნა და ბევრი ფილმი ვნახე. აქ მხოლოდ იმ ფილმებს ჩამოვთვლი, რომელიც მომეწონა.
Eternal sunshine of the spotless mind - Michel Gondry
Agora - Alejandro Amenábar
District 9 - Neill Blomkamp
Wild China - BBC Natural History Unit, CCTV
Inglourious Basterds - Quentin Tarantino
Adam - Max Mayer
The impressionists - Tim Dunn
Food, Inc. - Robert Kenner
კინო კონკრეტული თემის ექსპრესიაა ეკრანზე და ყველას თავისი კინო აქვს.