Thursday, December 25, 2008

ათასი კარის უბანი

ია - ათასი კარის უბანი.



ლურჯი და თეთრი, ისევ ლურჯი... ისევ თეთრი... ცის სილურჯე და ქათქათ თოლიები...
პორტში მდგარი გემის საყვირი გაბმულად ოხრავს. ხმა შენი სახლისკენ მოიწევს დაკლაკნილ ქუჩებში. მარცხნივ და ზევით, მარჯვნივ და... ისევ ზევით...
აივანზე გადმომდგარხარ ურცხვად, თხელი კაბით... მუხლებს მაინც გიფარავდეს.
ამ ღიმილს რა დამავიწყებს. გიხაროდეს უნდა ჩემი ნახვა...
არ დავრჩები დიდ ხანს, გავაღებ ზღვასთან რომ კარია და დაველოდები მზის ჩასვლას მშვიდად.















ია (Oia) – პატარა დასახლება კუნძულ სანტორინიზე, (კიკლადეში, საბერძნეთი). ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრებას.