Wednesday, August 7, 2013

ძვირფასო ერინ..


 ძვირფასო ერინ,

აქაური ფოსტა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს გამართულად, ჰოდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ წერილი მოაღწევს შენამდე. საერთოდ არ შევცვლილვარ, ისეთივე ოპტიმისტი ვარ როგორც ერთ დროს, როცა ვფიქრობდი, რომ მისტერ ჰოპკინსის ეზოში გადავარდნილი ბურთი უბრალოდ ქრება. თუმცა ფაქტია, ასე იყო ნამდვილად.

6 თვე გზაში საერთოდ არ არის ცოტა და ცოტა დამღლელია. უწონადობას ისე შევეჩვიე,  დაბადებამდელ პერიოდს დავუბრუნდი თითქოს და ზედმიწევნით სწორად გავიხსენე მაშინდელი ბიოლოგიური მდგომარეობა.

ინტრაკრანიალური წნევის გამო მხედველობა დავკარგე. შემეშინდა, რომ ვეღარ ვხედავ ლურჯ წერტილს, სადაც შენ მეგულები. ახლა უკეთ ვარ, კონტურებს ვარჩევ და ზუსტად ვიცი საით არის ოლიმპი. ვცადე დალაშქვრა, მაგრამ 21 კილომეტრი არ აღმოჩნდა სახუმარო, არც დედამიწიდან იზოლაციაა სახუმარო.



გახსოვს, მანდ წონაზე ვწუხდო სულ, აქ 33 კილოგრამი ვარ მხოლოდ.

26 შენეული თვე და სინოდური პერიოდიც მოვა, მარწყვისფერ ფანჯარაში გამოჩნდება ლურჯი მანათობელი წერტილი და გამიხარდება, რომ უფრო ახლოს ხარ ვიდრე მანამდე. მეც თავიდან დავიწყებ წონაზე წუხილს. 

ძვირფასო ერინ, დამიჯერე, ბრედბერი, ბეროუზი და რობინსონი იმედგაცრუებულები დარჩებოდნენ, რადგან აქ იმაზე უკეთესია, ვიდრე როდესმე, ვინმეს დაუწერია.


2026 წლის სექტემბერი, ტარსისი, მარსი.

4 comments:

ბუშკა said...

ძალიან ღრმა და სასიამოვნო ემოცია მოაქვს შენს ნაწერებს.
რაღაც მსგავსი კომენტარი უკვე მექნება ამ ბლოგზე უკვე დატოვებული, მაგრამ მაინც :))))))))

Joseph Katsitadze said...

მადლობა დიდი. მიხარია ხოლმე, რომ კითხულობ :)

თამუნა said...

rogor momnatrebia sheni natserebis kitxva :)

TEBRO said...

Nais