Thursday, February 11, 2010

Oel ngati kameie



მე შენ გხედავ.

ვერ დამემალე ვისტერია ალბას მტევნებს ქვეშ.

რუნების გამყიდველმა ფული მარჯნისფერ აზღუდში ჩაიკუჭა. ხუთ ფუნტად ვიყიდე შენი სამალავი.

ფეჰუ, ურუზი და იერა ამბობს რომ წყალმარჩხ ზღვასთან ხარ, ზაფხულობით რომ შრება ხოლმე.
ჰოდა, მოვალ აღმოსავლეთიდან, კენტავრზე ამხედრებული და ვიქნები შენი ბუდა, ქრისტე და მუჰამედი.

"...And when all the pretty blossom had fallen from our branches we found that we were one tree and not two."

***

და აუდიო პოსტი ”დედამიწა მინდა მრგვალი.”


Wanna have a round earth | Upload Music

Tuesday, February 2, 2010

დედამიწა მინდა მრგვალი



შენს თვალში არეკლილი დედამიწა კვადრატულია, ამიტომ კი არ ბრუნავს, გვერდიდან გვერდზე დახტის მოუქნელად.

რელიეფი მუდმივად იცვლის ფორმას და ვერ ვპოულობ სახლს, რომელიც მიწამ ჩაყლაპა ალბათ.

მარჯვენა ხელი ანტარქტიდის წახნაგზე დავიზიანე, ხელწერაც ამიტომაა გაურკვეველი, ცაციობას ვერაფრით შევეჩვიე ჯერ.

დაამრგვალე სამყარო ჰა?!

და ჩრდილი იყავი ჩემთვის ხვატისგან გადაფითრებულ მიწაზე, დაძარღვულს წყურვილი რომ კლავს.

არა, არ მინდა!

მხოლოდ დედამიწა მინდა მრგვალი.

ოვალურ სივრცეში შენც მალე იპოვი ნავსაყუდელს.

მე რა, მე სახლში ვიქნები, გამოვაღებ ფანჯარას და ჩამოვისხამ "ფინჯან წვიმას".