
აქეთ საშინელი ქარები დაიჭირა. ქუჩაში გასულს ქაღალდის ყავისფერი პარკი თუ არა, ხის სარჭიანი თამბაქოსფერი წინდა მაინც შემოგეფეთება სახეში.
ბონსაი-ნეკერჩხლის გვერდით რომ თაღებიანი, აგურის სახლი ააშენე, მომწონს.
ფანჯრის რაფებზე პეტუნიებით სავსე კალათები დაკიდე.
შემოდგომის მიწურულს შეწითლებული ფოთლებისგან აუზს მე გავწმენდ თუ გინდა.
სადღაც ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონია ისმის. ქარს ადევნებული ციტრუსის სურნელი ვანილთან ცეკვავს ვალსს.
ვიღვიძებ და ხანდახან ვიცი, სასწაული მოხდება.
დღეს ადრიანად გათენდა ანუ მოხდება სასწაული. ჩემი პირადი სინოპტიკოსი (Yahoo weather) ამბობს, რომ გარეთ მზეა და ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი. ჯერ არაფერი ეტყობა ამინდს, თუმცა მზიანი განწყობაა მთავარი.
არ მიხურო კარი, ურბანულ საგიჟეთში შენი მიკროსამყარო ჩემიც მინდა იყოს.
Stacey Kent - Isn't This a Lovely Day


9 comments:
ქარიშხალია გამოცხადებულიო და არაფერი ეტყობა :შ
შენი მსგავსი ტიპის პოსტები ხშირ შემთხვევაში მცირე ზომისაა,მაგრამ ისეთი მსუყეა შეგრძნება მაქვს,რომ პატარა წიგნი წავიკითხე თითქოს,ძალიან მომწონს,ხის სარჭიანი თამბაქოსფერი წინდა და პეტუნიებით სავსე კალათი-ჩემს ცნობიერებას საზრდო აქვს:)მომნატრდი ისე,აივნის სეზონს უშენოდ არ ვხსნი:)
mzian ganwyobastan ertad mtavari kide isaa, rac shen gqvs- gjera, rom saswauli moxdeba :)
ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ხდება კიდეც :))
შენს ბლოგზე რომ შემოვდივარ, ასე მგონია საკუთარ ნავთსაყუდელში შემოვდივარ. რაღაც მაგიურად ახერხებ ამ ყველაფერს. ძალიანაც რომ გინდოდეს ბანალურობა, არ გამოგდის. იმიტომ, რომ შენ თვითონ ხარ არაბანალური.
მიყვარს შენი პოსტები.
თუმცა არ მყოფნის. უფრო დიდები რომ იყოს, ალბათ უფრო მეყოფოდა.
მიყვარს აქ დადებული სიმღერები.
ქარი არ იყოს ოღონდ და სხვა ყველაფერი.
ვაუ, როგორი კომენტარი იყო :)) გამიხარდი კეიტ :)
ძალიან დიდი მადლობა :)))
ურბანულ საგიჟეთში მიკროსამყაროს გარეშე ალბათ ყველანი დავიხრჩობით...
და კარგია, რომ შენსას ჩვენც გვიზიარებ...
და სტეისი კენტიც ძალიან ჩემეულია...
Buy Metal Online (PC Engine) - TITanium Arts
TITanium Arts offers our users microtouch titanium with the titanium white dominus best in grade 5 titanium the industry a great range of arcade cabinets. Buy your arcade games at our titanium muzzle brake online store now. titanium piercing jewelry
Post a Comment