
მე შენ გხედავ.
ვერ დამემალე ვისტერია ალბას მტევნებს ქვეშ.
რუნების გამყიდველმა ფული მარჯნისფერ აზღუდში ჩაიკუჭა. ხუთ ფუნტად ვიყიდე შენი სამალავი.
ფეჰუ, ურუზი და იერა ამბობს რომ წყალმარჩხ ზღვასთან ხარ, ზაფხულობით რომ შრება ხოლმე.
ჰოდა, მოვალ აღმოსავლეთიდან, კენტავრზე ამხედრებული და ვიქნები შენი ბუდა, ქრისტე და მუჰამედი.
"...And when all the pretty blossom had fallen from our branches we found that we were one tree and not two."
***
და აუდიო პოსტი ”დედამიწა მინდა მრგვალი.”
Wanna have a round earth | Upload Music
9 comments:
ჰოდა
აი, ყველა სიმღერა თითქმის , რომელიც მომწონს ხოლმე, მალე მთავრდება, პატარებია, 2წ და ცოტა მეტი ხოლმე
კარგი პოსტებიც ასე:]
ra ucnaurobaa
კარგია, მომწონს...
ფინჯანი წვიმაზე ვგიჟდები.
ევა ჩავრთე... ქესიდი. მიხვდი, რომელი სიმღერა? ვერ? არ მჯერა.
ჰოდა, ჩავრთე და ვუსმენ.
დღეს შემომეფეთა ევას ხმა ერთი ჩვეულებრივი ნაცნობის მობილურიდან. სრულიად მოულოდნელად. ისევ ვერ მიხვდი რას მღეროდა? უცნაურია.
ჰოდა, ჩართული იყო და ვუსმენდი.
მაგარი მუზონიაო... იმ ჩვეულებრივი ნაცნობის ჩვეულებრივმა ნათქვამმა გამომაფხიზლა ერთბაშად. ჰმმ....
დასანანია, რომ ოთახში არც ერთი ჭიქა არ მაქვს, თორემ არ იქნებოდა ურიგო ერთი... ფინჯანი... არა, არ წვიმს! ის, რაც დარაბებს მიღმა ხდება, წვიმაზე უკეთესია...
ევა ჩემთვის მღერის... ჩართულია და ვისმენ.
თოვს!
ადამიანები უცნაური არსებები ვართ,ყოველთვის ვეძებთ მთავარს,რის გარშემოც ტრიალს შევძლებთ ან საკუთარ თავს წარმოვიდგენთ მთავრად ბებერი დედამიწა რომ ვატრიალოთ ჩვენს ირგვლივ თავბრუსხვევამდე-გეცნობა?:)შენ ჩემი მეგობრად ქცეული დაუვიწყარი შთაბეჭდილება ხარ.შეგიძლია ორ სიტყვაში ისე მძაფრად გადმოსცე ემოცია,რუნების გამყიდველი შემიძლია ავღწერო:)
მართალია ქალბატონი ასკლიპიოდოტა :)
2 სიტყვაში ჩატეული დიდი ემოციები
ai, rogor myudrod var xolme. aq, am blogze : )
გაცვეთილი ემოციის ისეთი მძაფრი გამოხატვა შეგიძლია, რომ მერე ეს ემოცია თავიდან იბადება და თავიდან...
კი ნამდვილად.
ვეთანხმები წინა გამომსვლელებს.
Post a Comment