Tuesday, December 30, 2008

გოშია

ასეთი გოშია მინდა



ძალიან მინდა მყავდეს ჯეკ რასელ ტერიერი, მაგრამ ვერსად ვიპოვე, საკუთარი თავისთვის საჩუქარი რომ გამეკეთებინა საახალწლოდ.

მაჩუქეთ რა. ჰა?!

Thursday, December 25, 2008

ათასი კარის უბანი

ია - ათასი კარის უბანი.



ლურჯი და თეთრი, ისევ ლურჯი... ისევ თეთრი... ცის სილურჯე და ქათქათ თოლიები...
პორტში მდგარი გემის საყვირი გაბმულად ოხრავს. ხმა შენი სახლისკენ მოიწევს დაკლაკნილ ქუჩებში. მარცხნივ და ზევით, მარჯვნივ და... ისევ ზევით...
აივანზე გადმომდგარხარ ურცხვად, თხელი კაბით... მუხლებს მაინც გიფარავდეს.
ამ ღიმილს რა დამავიწყებს. გიხაროდეს უნდა ჩემი ნახვა...
არ დავრჩები დიდ ხანს, გავაღებ ზღვასთან რომ კარია და დაველოდები მზის ჩასვლას მშვიდად.















ია (Oia) – პატარა დასახლება კუნძულ სანტორინიზე, (კიკლადეში, საბერძნეთი). ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრებას.

Wednesday, December 24, 2008

sEXIT (18+)



1.ალგოლაგნია-სიამოვნების მიღება ტკივილის მიყენებით.
2.ანდრომიმეთოფილია-სექსუალური მიზიდულობა ქალ და მამაკაც ტრანსსექსუალებს შორის.
3.აკვაფილია-სიამოვნების მიღება წყალთან დაკავშირებული რამეებით:აბაზანა,შხაპი,აუზი,
4.აუტოგინეფილია-სიამოვნება რომელსაც მამაკაცი განიცდის თავისი თავის ქალად წარმოდგენისას.
5.ბელონეფილია-სიამოვნების მიღება-ბასრი საგნებით ტკივილის მიყენებისას
6.კაპნოლაგნია-სიამოვნების მიღება სხვაზე ყურებით,როცა სხვა სიგარეტს ეწევა.
7.ქრისოფილია-აღგზნება ოქროთი ან ოქროს საგნებით.
8.კლაუსტროფილია-აღგზნება დახურულ და პატარა სივრცეში ყოფნისას
9.კრუროფილია-აღგზნება ფეხებზე (FootFetish)
10.დაკრიფილია-სიამოვნების მიღება საკუთარი ან სხვისი ცრემლებით
11.დისტიციფილია-სიამოვნების მიღება ინციდენტებისგან
12.ექსჰიბიციონიზმი-სიამოვნების მიღება სხვებისთვის საკუთარი სიშიშვლის დანახვებით
13.სიტოფილია-აღგზნება საჭმელზე
14.ფორმიკოფილია-სიამოვნების მიღება პატარა ცხოველებით და მწერებით
15.გერონტოფილია-აღგზნება მოხუცებზე
16.ჰაპტეფილია-სიამოვნების მიღება როცა სხვა ეხებათ
17.ინფანტოფილია-აღგზნება სამ წელზე დაბალი ასაკის ბავშვებზე
18.კატოპტრონოფილია-სიამოვნების მიღება სარკის წინ სექსით
19.კინესოფილია-სიამოვნების მიღება ფიზიკური სავარჯიშოებით
20.კლეპტოფილია-სიამოვნების მიღება ნივთების მოპარვით
21.მაკროფილია-მიზიდულობა გიგანტებისადმი და გიგანტური სასქესო ორგანოებისადმი
22.მასტიგოფილია-სიამოვნების მიღება დასჯისგან
23.მეგალოფილია-მიზიდულობა დიდი საგნების მიმართ
24.მეტოფილია-სიამოვნების მიღება სხვისი სახის ყურებისას
25.მიკროფილია-ლილიპუტებისადმი მიზიდულობა და მცირე ზომის ორგანოებისადმი
26.მიზოფილია-მიზიდულობა ჭუჭყიანი საგნებისადმი
27.ნარატოფილია-სიამოვნების მიღება პარტნიორისადმი ლანძღვით და უწმაწური სიტყვების გამოყენებით
28.ნასოფილია-აღგზნება პარტნიორის ცხვირზე შეხებისას
29.ნეოფილია-აღზნება სიახლისადმი
30.ნიკტოფილია-აღგზნება სიბნელეზე
31.ოდაქსელაგნია-აღგზნება კბენაზე
32.პართენოფილია-ვაჟიშვილებისა და ქალისვილებისადმი ლტოლვა
33.პედოფილია-ლტოლვა ბავშვებისადმი
34.პლუშოფილია-მიზიდულობა ცხოველის კოსტუმში ჩაცმული ადამიანისადმი
35.პოდოფილია-მიზიდულობა ადამიანის ფეხის ტერფისადმი
36.პიროფილია-მიზიდულობა ცეცხლის მიმართ და მასთან დაკავსირებულ ქმედებებისადმი
37.სადიზმი-სხვისთვის ტკივილის მიყენებით სიამოვნების მიღება
38.სიტოფილია-მიზიდულობა სექსში საჭმლის გამოყენებისადმი
39.სომნოფილია-აღგზნება მძინარე ადამიანზე
40.სტენოლაგნია-სიამოვნების მიღება ძალისა და მუსკულატურის დემონსტრირებით
41.სკატოლოგია-უცნობებთან ტელეფონის საშუალებით სექსი
42.ტერატოფილია-მიზიდულობა დეფორმირებული, ანომალიური და მუტანტი ადამიანებისადმი
43.ტრანსვესტიზმი-საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარება
44.ტრიქოფილია-სექსუალური სიამოვნება თმისგან
45.უროლაგნია-მიზიდულობა შარდვის ყურებისადმი და შარდის დალევა
46.ვიკარფილია-სექსუალური სიამოვნება სხვების ცხოვრებისეული ამბების მოსმენაზე
47.ვორარეფილია-სიამოვნების მიღება იმის წარმოდგენით რომ სხვა გჭამს
48.ვუაიერიზმი-სიამოვნება სხვების ინტიმური სცენების ყურებისას
49.ქსენოფილია-სექსუალური ლტოლვა უცხოპლანეტელებისადმი
50.ზოოფილია-ცხოველებისა და ფრინველებისადმი სჟლტოლვა
51.ინცესტი-ლტოლვა ოჯახის წევრებისადმი
52.ზოოსადიზმი-სიამოვნება ცხოველებისადმი ტანჯვის მიყენებით
53.კლიზმოფილია-მიზიდულობა ოყნებისადმი
54.ფეტიშიზმი-ლტოლვა უსულო საგნებისადმი
55.ეროტიული ასფიქსია-აღგზნება მოხრჩობაზე
56.ომორაში-მიზიდულობა სავსე შარდის ბუშტზე
57.კოპოფილია-ლტოლვა ფეკალიებისადმი
58.ემეტოფილია-ლტოლვა ნარწყევისადმი
59.ბიასტოფილია-ლტოლვა გაუპატიურებისადმი და ძალადობისადმი
60.ჰომოსექსუალიზმი-საკუთარი სქესისადმი ლტოლვა
61.ბისექსუალიზმი-ლტოლვა ორივე სქესისადმი
62.ნეკროფილია-მკვდრებისადმი ლტოლვა


P.S. ეს ფაილი სამსახურში აღმოვაჩინე და უცვლელად გთავაზობთ.

Monday, December 15, 2008

P.S. I Hate You!


ეს ძაღლიშვილი დრო რა სწრაფად გადის.

ენი ამბობს დრო ორგაზმივითაა, ისე ცოტა ხანს გრძელდება, არასდროს არის საკმარისიო. იმასაც ამბობს, სიზმრები მიყვარსო. მოვლენების, დროისა და სივრცის გრადაცია აღმაგზნებსო. ხანდახან ისეთ რამეს დააბრეხვებს...

უხასიათოდ გაიღვიძა, მაშინვე ყავას ეცა. იისფერი ფოსტლები სავარძლის ქვეშ შეყარა და ფეხები აიკეცა. სადღაც ჯანდაბაში იყურება, არც მიმჩნევს. ორჯერ ჩავახველე და გაზეთიც ავახმაურე. გიყვარვარო?! - მკითხა. არ ვიცოდი რა მეთქვა და კითქო ვუპასუხე. დაიჯერა მგონი, კმაყოფილი სახით გააგრძელა ყავის სმა. მე არაო, უფრო სწორად მგონი არაო. იმდენი ხანია ერთად ვართ, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, მაგრამ ეს სიყვარული არ უნდა იყოსო. ისევ ჯანდაბაში დაიწყო ყურება. შეიცვალა ძალიან... მეც. დღე ისე ჩაივლის არც მახსენდება რომ არსებობს. არც მას. საღამოს შევიყრებით ერთად და სათქმელი მაინც არაფერი გვაქვს. სულაც არ მინდოდა ურთიერთობა ვალდებულებად ქცეულიყო, თავისით მოხდა ასე. ერთ დღესაც მომბეზრდა ყვავილების მირთმევა, ქათინაურის თქმა და სიყვარულის ახსნა და აი, ასე დავიწყეთ ცხოვრება. დილას ყავა გვაქვს, საუზმესაც ვართმევთ თავს, ვმუშაობთ და საღამოს ვიძინებთ. ცხოვრებაც ეს არის.

ერთ დღეს აიკვიატა სიყვარული სამ წელს ცოცხლობსო. რაღაც წიგნი წაუკითხავს და უმალ მომახვია თავს. უსათუოდ შენი ბრალი იქნება ჩვენ თუ დავშორდებით, მხოლოდ კაცები ანგრევთ სიყვარულს და ქალებს კლავთო. ასე მითხრა.

ერთ დღეს მეც ავიკვიატე უნდა დავშორდეთ დროებით მაინც. გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში და თუ საჭიროდ ჩავთვლით ისევ აღვადგინოთ ურთიერთობათქო. დავშორდით. ასე თავისუფლად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. არც მანამდე მაკავებდა ვინმე, მაგრამ ენის გარეშე სულ სხვაა. იმდენი ქნა, მაინც მომაბეზრა თავი. დილა ყავით იწყებოდა, მერე სამსახურში გარბოდა საქმიანი იერით და საღამოს ეძინა.

ჰმ, დრო ორგაზმიაო. საიდან იცის ნეტავ...

P.S. I Hate You!

Tuesday, December 2, 2008

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო მხოლოდ 600 დოლარად



2003 წლის გაზაფხული, ისლანდია. ამერიკელი კეისი ფენტონი ღამის გასათევი ადგილის თხოვნით რეიკიავიკელ სტუდენტებს ელექტრონულ წერილებს უგზავნის, საპასუხო გზავნილების უმეტესობა პოზიტიურია. კეისი ისლანდიის დედაქალაქში, სტუმართმოყვარე მასპინძლებთან რამდენიმე მშვენიერ დღეს ატარებს.
მოგვიანებით ფენტონი მეგობრებს უკავშირდება და ახალ იდეას სთავაზობს. შეიქმნას მოგზაურთა და მასპინძელთა საერთაშორისო ქსელი, რომელსაც ძალიან მარტივი სახელი "ქოუჩსერფინგი" ექნება. პროექტის მთავარი სლოგანიც მზად არის - "მიიღე მონაწილეობა უკეთესი მსოფლიოს შექმნაში, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი საწოლი."

ქსელმა ფუნქციონირება 2004 წლის 1 იანვარს დაიწყო. დღეისთვის უკვე რეგისტრირებულია 840 000 მომხმარებელი, მსოფლიოს 232 ქვეყნიდან. გაწევრიანება უფასოა. მასპინძლის სტატუსის მქონე მომხმარებელი მზად არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის დაბინავება უზრუნველყოს. მოგზაურის (სერფერის) სტატუსის მომხმარებელს კი შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფასო საწოლი მოიძიოს. ასე შეიქმნა couchsurfing.com

ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარულებისთვის ეს მომსახურება ნამდვილი აღმოჩენაა. სასურველ დასახლებულ პუნქტში ღამის თევა მარტივად და რაც ყველაზე მთავარია უფასოდ ხდება. თუმცა ქოუჩსერფინგის იდეა მხოლოდ ღამის უფასოდ გათევაში არ მდგომარეობს, ერთობ მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურისა და ადამიანების გაცნობა.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, მომხმარებლის რეალურობის დამოწმების სისტემა რეკომენდაციებზეა დაფუძნებული. ახალბედა იუზერმა უნდა იპოვოს ნაცნობი, რომელიც მის რეალურობას დაადასტურებს. აქედან გამომდინარე მოგზაურობის დაგეგმვისას, მასპინძლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად რეკომენდაციებიც საყურადღებოა.

ყველაფერი ძალიან მარტივია, couchsurfing.com-ზე რეგისტრაციას მაქსიმუმ ათი წუთი სჭირდება. მომდევნო ნაბიჯი დანიშნულების ადგილისა და სასურველი მასპინძლის ძიებაა. თუმცა მხოლოდ უფასო საწოლი არ კმარა, აუცილებელია საწოლამდე მისვლა, რომელიც შესაძლოა ლონდონში ან სულაც ანტანანარივუში იყოს.

"ბილეთი მხოლოდ ერთ გზაზე, ორი ზურგჩანთა, დაახლოებით 600 დოლარი, ცოტა გეგმები და ბევრი ოცნებები - სულ ეს გვქონდა ნიუ იორკში ჩაფრენისას. 1998 წლის 7 ოქტომბერი იყო, ოთხშაბათი. მხოლოდ ის ვიცოდით რომ - გვინდოდა გვენახა მსოფლიო. მთელი მსოფლიო!
ჩვენ არ დაგვიგეგმავს მარშრუტი დეტალურად, მხოლოდ მთავარი მიმართულება ავარჩიეთ. არც რუკები შეგვისწავლია. ჩვენი გიდები ის ადამიანები იყვნენ, გზად რომ გვხვდებოდნენ. გზებს კი ახალ ადგილებამდე, ქვეყნებსა და თავგადასავლებამდე მივყავდით. თავდაპირველად ვერ წარმოვიდგენდით რომ ეს მოგზაურობა ხუთ წელიწადს გაგრძელდებოდა",- ამ სიტყვებით იწყება კინგა ფრისპირიტის წიგნი "ბედს მინდობილი", რომელშიც მსოფლიოს გარშემო კინგასა და შოპენის ავტოსტოპით მოგზაურობის ამბავია აღწერილი.

ავტოსტოპი, იგივე ჰიჩჰაიკინგი უფასოდ გადაადგილების ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ლეგალიზებული და სპეციალური საგზაო ნიშნებიც არსებობს. თუმცა ამერიკისა და კანადის რამდენიმე შტატში, ასევე ბრიტანეთისა და გერანიის ჩქაროსნულ ტრასებზე მგზავრთა უსაფრთხოების გამო ავტოსტოპი იკრძალება.

განსხვავებულია მანქანის გაჩერების ფორმაც. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში ცერა თითს უჩვენებენ, სამხრეთ ამერიკაში მაღლა აშვერილ საჩვენებელ თითს. პოლონეთში გაშლილ ხელის მტევანს უქნევენ. ხშირ შემთხვევაში ჰიჩჰაიკერი ტრაფარეტს/ნიშანს იჭერს ხელში, რომელზეც დანიშნულების ადგილი ან სალაპარაკო ენა წერია.

კინგა მართალი იყო ფსევდონიმის შერჩევისას, სულიერი თავისუფლება მნიშვნელოვანია მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად. ყველაზე საინტერესო კი როგორც ტიბეტური ანდაზა ამბობს ის არის რომ არასდროს იცი რა იქნება ხვალ, ახლი დღე თუ მომდევნო ცხოვრება.