Monday, May 10, 2010

მე დავსახლდები ფიორდებთან ახლოს, ხის სახლში



დღეს ყველაზე გულწრფელად და მეტად მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა.

დავსახლდები სკანდინავიაში, ფიორდებთან ახლოს, ხის ქოხში. მეთევზეობით ვირჩენ თავს. შევირთავ იქაურ გოგოს, რომელსაც ინგებორგე ერქმევა ალბათ, მოფერებით ინგე. გვეყოლება 7 შვილი.

წავიკითხავ გაზეთებს და საქართველოს შესახებ ამბებს უსირცხვილოდ გამოვტოვებ, რადგან აქ მომდევნო 20 წლის შემდეგ (ჩემი გეგმა ოც წლიანია) ოდნავ უარესი სიტუაცია იქნება.

ინგებორგე დილაობით ფონდიუს და არტიშოკის წვნიანს მოამზადებს. თევზს გავყიდით, რადგან ვეგეტარიანელი ვარ.
ჭამასა და საჭმელად დაჭერას შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, მაგრამ მე ორმაგი სტანდარტების ქვეყანაში მიცხოვრია.

ბავშვები იქნებიან მწითურები და ჭორფლიანები, როგორც ინგე. თუმცა გამოყვებათ ჩემი მწვანე თვალები. ქართული გენი ძლიერია!

სამხრის წინ არ წავიკითხავთ ლოცვებს, მაგრამ მორწმუნე მეზობლების თვალის ასახვევად უსათუოდ ვივლით მესაზე კვირაობით. სანელებლები მალე ილევა სახლში, ემილიას და ანუკს კი ყოველთვის ბლომად აქვთ მიხაკი და დარიჩინი.

აქ რას ვტოვებ?!
არაფერს.

ეს საქართველოა, ორმაგი სტანდარტების ქვეყანა.

Wednesday, May 5, 2010

SPAM - პირველი ქართული "საშინელებათა" ფილმი

სპამი



პირველი ქართული “საშინელებათა” ფილმი

ჟანრი: მძაფრსიაუჟეტიანი, საშინელებათა, თრილერი
წელი: 2010

როლებში: დავით ქაცარავა, ირაკლი სანაია, სოფია მაიერი, მირიან ჯეჯელავა, სოფო სებისკვერაძე, გვანცა კორშია, სალომე თათარაშვილი

რეჟისორი: რამაზ ჩაჩანიძე



ფენტეზი, დეტექტივი, მელოდრამა, ვესტერნი, კომედია, მისტიკა, ტრილერი, დრამა, მიუზიკლი, მძაფრსიუჟეტიანი, საშინელებათა ფილმი - რომელ ჟანრსაც არ უნდა მიაკუთვნოთ „სპამი,“ ის ნებისმიერ შემთხვევაში პაროდიაა.

წარმოგიდგენიათ?! მოკლემეტრაჟიანიც კი არ არის, სამწუხაროდ.

ფილმის დასასრულს ერთადერთი ფრაზა ვთქვი: „მოწევა მინდა, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების 90 წუთი დავკარგე.“



კინოთეატრი ამირანი (დიდი დარბაზი), 20:00 სპამი (პრემიერა)

პირველი ჩანაწერი 20:47 წუთზე გავაკეთე, პრემიერა მთელი 47 წუთით აგვიანებს. მეგობრები მამშვიდებენ, რომ აქ ყველაფერი დაგეგმილზე ერთი საათით გვიან იწყება.

ცოტა ხანში ირკვევა, რომ ფილმში ხმა და გამოსახულება ერთმანეთ არ ემთხვევა, პრემიერა ხოტა ხნით (რამდენიმე წუთით) გადაიდო.

21:12 რიგითი მაყურებელი უკმაყოფილოა. ხმამაღლა და უშვერად იხსენიებს ყველას. ის მართალია, თუმცა უზრდელი.

ოდნავ მოგვიანებით მსახიობები ბოდიშს იხდიან პრემიერის დაგვიანებისთვის.

ამასობაში დამლაგებლებმა კინოთეატრის ფოიე მოგავეს და წითელი ხალიჩა აკეცეს.

22:28 არაოფიციალური პირები (ვისაც არ ჰქონია ფილმთან კავშირი), ამბობენ რომ ჩვენება ერთი დღით გადაიდო ტექნიკური ხარვეზის გამო.

რატომ დავრჩი კინოთეატრში ამ დრომდე?
კარგი კითხვაა. იმიტომ რომ ფილმში რამდენმე კარგი ნაცნობი თამაშობს!


23:04 პრემიერა შედგა.
ფირი მოიტანეს და ლეპტოპით გაუშვეს. ხმა იყო სტერეო და არა დოლბი.


სპამი

იდეის ორიგინალობა - იყო ორიგინალური. მკვლელ ბორბალს ყველგან ვერ ნახავთ. თუმცა ვერც ფილმიდან მიხვდებით ბორბალი რა შუაშია. ამისთვის სულ ცოტა ნაცნობი უნდა გყავდეთ, რომელმაც რეჟისორი/სცენარისტის ჩანაფიქრის შესახებ იცის.

სამსახიობო ოსტატობა - ვეჭვობ, ირაკლი სანაიას დღემდე სჯერა რომ სპექტაკლში ითამაშა და არა ფილმში.
არ ვიცი ვინ მოაწყო კასტინგი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის ადამიანი დასაჭერია.

Touch-ფაქტორი - ოოო, „საშიში“ ეპიზოდებიც კი ძალიან კომიკური იყო.

ოპერატორული ნამუშევარი - ფილმში არის პანორამა, რომელიც ჰორიზონტალურთან ერთად ვერტიკალურიცაა. ოპერატორი ან დამწყებია ან ფილოლოგი.

სარეჟისორო ნამუშევარი - რამაზ ჩაჩანიძე ნამდვილად ფილოლოგია (არ ვიცი ფილოლოგებს რას ვერჩი). ფილმში არ არის კონფლიქტი, სიღრმე, ბალანსი და მისთ.

სცენარი - SPAM (ინტოქსიკაცია), სცენარში ყველა ფრაზას და ქმედებას აქვს გამართლება. სნერაში ფილმს აქვს ფინალი. თუმცა რამაზ ჩაჩანიძე ფილოლოგია.

საუნდტრეკი - მუსიკა ნორმალური თუმცა, თემატური გადასვლა ზედმეტად ხისტი.

მონტაჟი - ერთ მომენტში გულწრფელად მეგონა, რომ გადაგდებული ბიჩოკი ფილმის მძინარე გმირს დაეცემოდა.

სპეცეფექტები - ღმერთო ურო ჩამცხე ტავში! ასეთი ხელოვნურ ცეცხლზე არაფერი გამიგია, ნახვით მითუმეტეს ვერსად ვნახავდი.
არის ასეთი სცენა. სანდრო (დავით ქაცარავა) აივანზე დგას და სიგარეტს უკიდებს, თუმცა სანთებელა გაფუჭებულია. ზურგს უკან, კარის ტავზე დაკიდებულ ბორბალს კი პერიოდულად ცეცხლი ეკიდება. ვიფიქრე ბორბალზე აუკიდებდა სიგარეტს, მაგრამ ის ფილოლოგია.

სცენები ზედმეტად გაწელილი და მომაბეზრებელია.

ფილმში ბევრი ფაქტობრივი ლაფსუსია. თბილისიდან კოჯრამდე ზამთარს შემოდგომა და მერე ისევ ზამტარი ისე ენაცვლება თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებს კაცი.
გასაგებია, რომ სცენები სხვადასხვა დროს არის გადაღებული, მაგრამ მე, რიგით მაყურებელს არაფერი დამიშავებია.

ეს არის ფილმი, რომელსაც არ ჰყავს რეჟისორი, ოპერატორი, გამნათებელი და მსახიობები.


რატომ/როდის უნდა უყუროთ სპამს?!

ესეც კარგი კითხვაა!

თუ ცხოვრება რუხი და მოსაწყენია. არ გენანებათ ჯანმრთელობა, ენერგია და დრო, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ პირველი ქართული “საშინელებათა” ფილმი.