
აქეთ საშინელი ქარები დაიჭირა. ქუჩაში გასულს ქაღალდის ყავისფერი პარკი თუ არა, ხის სარჭიანი თამბაქოსფერი წინდა მაინც შემოგეფეთება სახეში.
ბონსაი-ნეკერჩხლის გვერდით რომ თაღებიანი, აგურის სახლი ააშენე, მომწონს.
ფანჯრის რაფებზე პეტუნიებით სავსე კალათები დაკიდე.
შემოდგომის მიწურულს შეწითლებული ფოთლებისგან აუზს მე გავწმენდ თუ გინდა.
სადღაც ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონია ისმის. ქარს ადევნებული ციტრუსის სურნელი ვანილთან ცეკვავს ვალსს.
ვიღვიძებ და ხანდახან ვიცი, სასწაული მოხდება.
დღეს ადრიანად გათენდა ანუ მოხდება სასწაული. ჩემი პირადი სინოპტიკოსი (Yahoo weather) ამბობს, რომ გარეთ მზეა და ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი. ჯერ არაფერი ეტყობა ამინდს, თუმცა მზიანი განწყობაა მთავარი.
არ მიხურო კარი, ურბანულ საგიჟეთში შენი მიკროსამყარო ჩემიც მინდა იყოს.
Stacey Kent - Isn't This a Lovely Day










